Saturday, June 18, 2011

ვიოლინო და მისი წარმოშობის ისტორია

გაკვეთილის თემა: ვიოლინო  და  მისი   წარმოშობის  ისტორია
პროექტის მთავარი იდეა: ვიოლინოს უკეთესად გაცნობა
 პროექტის აქტუალობა: ეს საკრავი უფრო პოპულარული და საინტერესო რომ გახდეს
პროექტის მიზანი: ამ საკრავის უკეთესად გაცნობა და მისით დაინტერესება
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
ვადები–ხანგძლივობა:  45 წუთი
მოსალოდნელი შედეგები/რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე უკეთესად გაიცნობს და შეიყვარებს ვიოლინოს,გაიგებს თუ ვინ იყო ის ოსტატი ვინც შექმნა ეს ნაზი ტემბრის მქონე საკრავი,როგორ ხდება მისი დამზადება და რა პირობების დაცვაა საჭირო მისი დამზადებისთვის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასალები ვიოლინოს წარმოშობის შესახებ,მისი პირველი ოსტატის შესახებ,ვიოლინოს დამზადების სესახებ
პროექტის მსვლელობა(ძირითადიაქტივობები):დაახლოებით 300 წლის წინ,ცნობილმა ვიოლინოს ოსტატმა ნიკოლო ამატმა იტალიის ქალაქ კრემონას ქუჩებშშენიშნა პატარა უსახლკარო ბიჭი,მან არ იცოდა რა გზას დასდგომოდა და ნიკოლო ამატიმ მას თავისი ცოდნა და თავისი გამოცდილება გაუზიარა.ბიჭუნა 13 წლის იყო,როცა ნიკოლომ თავის სახელოსნოში  წაიყვანა და შეგირდად დააწყებინა მუშაობა.გადიოდა წლები,პატარა ბიჭი,სახელად ანტონიუ დიდი მონდომებით მუშაობდა და მალე თავისი მასწავლებელივით ცნობილი ოსტატი გახდა და ათასამდე სხვადასხვა საკრავი გააკეთა. უკანასკნელად გაკეთებულ ვიოლინოს კი მიაწერა,–„გავაკეთე 92 წლისამ“
ვიოლინოს დამზადება არც თუ ისე ადვილია,თითოეულ დეტალს მილიმეტრებით უნდა გაზომვა.
ვიოლინოს დასამზადებელი ხის მასალა 240 გრამს არ უნდა აღემატებოდეს,ზედა მხარე დეკა ნაძვისგან მზადდება,ქვედა კი,ნეკერჩხლისგან.მასალა უნდა მოიჭრას გაზაფხულზე,როდესაც ზამთრის ყინვის შემდეგ კვიტები აპირებს გაფოთვლას,თუ ხე მოიჭრწბა იმ დროს,როცა მის ქერქში სითხე დგას,მისგან დამზადებული ვიოლინო უსათუოდ უხარისხო ბგერას გამოსცემს.
როცაანტონიო სტრადივარიუსმა დაინახა რა,რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეკების სიქისათვის თუნდაც მათ ერთ მესამედ ნაწილს,მიაგნო იმ დიდ საიდუმლოს რომელსაც საკრავის ლაქით გადახურვა ეწოდება,რასაც მანამდე სილამაზის დნიშნულება ჰქონდა.
თურმე ლაკის გარეშე ვიოლინო უკეთესდ ჟღერს,ლაკი კი მას იცავს დაზიანებისაგან,რათა მან წლებს გაუძლოს.
ასე რომ,არც თუ ისე ადვილია ვიოლინოს შემნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,შრომითი და ესთეტიკური აღზრდა
პროექტის ხელმძღვანელი: დავითაშვილი ნათია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  davitashvili.natia.1980@gmail.com
პროქტის ვებ–გვერდი/ბლოგი:natiadavitashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment